среда, 24 июня 2009 г.

აბოსდროინდელი თბილისი

იოვანე საბანისძის „აბოს წამების“ გეოგრაფია ვრცელი და საინტერესოა. ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება ვითარდება საქართველოში, არაბეთსა და ხაზართა ქვეყანაში. ავტორი არა მარტო მოიხსენიაბს ამ ქვეყნებს, არამედ გარკვეულ ინფორმაციასაც გვაწვდის მათ შესახებ.არაბეთს საბანისძე „ბაბილონის ქვეყანას“უწოდებს,რომელსაც განაგებს ამირა მუმნი და იგი ცხოვრობს „ქალაქსა მას ბაღდადს“.აქვე ისიც არის ნათქვამი, რომ ეს დიდი ქალაქი ბაღდადი თავად ამირა მუმნის აშენებულია. კიდევ უფრო სრული და მრავალფეროვანია ინფორმაცია ხაზართა ქვეყნის შესახებ. როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ, არაბთა რისხვას გარიდებული ნერსე ერისმთარავი დარიალის ხეობით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადის, მას თან ახლავს სამას კაციანი ამალა და იგი თავს აფარებს „ქვეყანასა მას ჩრდილოეთისასა სადა–იგი არს სადგური და საბანაკე ძეთა მაგოგოსა ,რომელ არიან ხაზარნი ,კაცნი ველურნი, საშინელ პირითა, მხეცის ბუნებით, სისხლის მჭამელ...“.ავტორის თქმით, ხაზარებმა არ იციან ჯვარცმული ღმერთი, მათ წარმოდგენა აქვთ მხოლოდ შემოქმედ ღმერთზე. მიუხედავად აღნიშნულისა ხაზართა ქვეყანასში ,ალაგ–ალაგ ცხოვრობენ ქრისტიანული თმები ,აქვთ ეკლესია ,ჰყავთ მღვდელი, რადგან აბო ქრისტიანულად სწორედ აქ მოინათლა.
კიდევ უფრო მრავალფეროვანია ცნობები დასავლეთ საქართველოს ანუ „აფხაზთა ქვეყნის“შესახებ. როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, ხაზარეთიდან ნერსემ თავისი ამალიანად დასავლეთ საქართველოს მიაშურა ,რადგან მისი ოჯახი აფხაზეთს აფარებდა თავს, “რამეთუ კრძალულ იყო იგი შიშისაგან სარკინოზთაისა“.როგორც აგიოგრაფ ავტორს შეეფერება აფხაზეთის აღწერის დროსაც წამყვან ადგილს ქვეყნის რწმენასთნ დამოკიდებულება იკავებს. აბო მადლიერია უფლისა “რამეთუ იხილა მან ქუეყანა სავსე ქრისტეს სარწმუნოებითა...“.იოვანე საბანისძე ასეთი ვითარების მიზეზსაც გვაგებინებს: “და არს ქალაქი იგი და ადგილები საბრძანებლად ქრისტესმსახურისა იონთა მეფისა“.
თემის მიზანდასახულობიდან გამომდინარე, ჩვენ მეტ ყურადღებას მივაქცევთ, აღმოსავლეთ საქართველოსთან, კერძოდ კი თბილისთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ბუნებრივია,ამ კუთხით დაკვირვებული მკთხველი ნაწარმოებში მრავალ ცნობასა და ინფორმაციას ღმოაჩენს, რადგან თხზულებაში აღწერილი ამბები ძირითადად თბილისში ხდება, თვად მოწამეც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში „აბო თბილელის“ სახელით არის მოხსენიებული,რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას რომ იგი თბილისში ცხოვრობდა, ის თბილისელია.
რომ უფრო ნათელი იყოს სურათი, ორი სიტყვით შევეხოთ ეპოქას.როგორც ვიცით,იოვანე საბანისძის თხზულებაში მერვე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული სინამდვილე აისახა.ამ დროს საქართველო გავლენის ორ სფეროდ არის დაყოფილი და ეს ნაწარმოებშიც კარგად ჩანს. დასავლეთ საქართველოს მფარველობს ძლიერი ქრისტიანული იმპერია ბიზანტია, ხოლო აღმოსავლეთში, რომელსაც ავტორი „ქართლად“ მოიხსენიებს, არაბები ბატონობენ. ამ ეპოქაში ქართლი არაბთა იმპერიის ნაწილია და მას თბილისი ამირა მართავს. ამირა ბაღდადის მიერ დანიშნული ადამიანია, რომელიც ნაწარმოებში “მსაჯულის“ სახელითაც გვხვდება. დაპყრობილი ქვეყნის უკეთ მართვის მიზნით არაბებმა ადგილობრივი ხელისუფლებაც შექმნეს, რომლის სათავეშიც ქართველი კაცი იდგა და მას ერისმთავარი ერქვა. ერისმთავარსაც ბაღდადი ნიშნავდა. აღნიშნულ ეპოქაში ამ თნამდებობაზე ნერსე ერისმთავარს ვხედავთ .როგორც ნაწარმოებიდან ჩანს ამირათა და ერისმთავართა რეზიდენციები თბილისში უნდა ყოფილიყო განთავსებული.
აგიოგრაფიული ჟანრის თავისებურებიდან გამომდინარე,იოვანე საბანისძე ნაკლებ დროს უთმობს მოქმედების ადგილის ანუ ჩვენთვის საინტერესო თბილისის აღწერას.ეს არც არის გასაკვირი, რადგან თხზულების შექმნა სულ სხვა მიზნებს ემსახურება. მიუხედავად ამისა, ნაწარმოებში მოცემული მწირი ინფორმაციის ანალიზი, გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მერვე სააუკუნის მეორე ნახევრის ქალაქზე, მის გეოგრაფიასა და ტოპონიმიკაზე, მოსახლეობასა და ყოფაცხოვრებაზე.
ყურადღებას იპყრობს ტოპონიმიკური თუ სხვა სახის შემდეგი მონაცემები,რომელთა მეტნაკლებად სრული ჩამონათვალი ასეთია: თბილისი, მტკვარი ,ქალაქის გარშემო მდებარე სოფლები, ამირას ანუ მსაჯულის სასახლე, საპყრობილე,ქალაქის უბნები, წმინდა ორმოცთა წამებულთა სახელობის ეკლესია, ქალაქის სხვა ეკლესიები, საგოდებელი ანუ ქალაქის სასაფლაო, მტკვრის კლდოვანი, ციცაბო სანაპირო,ქალაქის ციხე ანუ ციტადელი, ხიდი მდინარე მტკვარზე და ა.შ.
სახელწოდება“თბილისი“ტექსტში სულ ოთხჯერ გვხვდება, უმეტესად იგი ქალაქად იწოდება .ავტორისთვის უფრო მოსახერხებელ ტერმინად ქალაქი გამოიყურება,რადგან ავტორიცა და მკითხველიც კარგად გრძნობს რომ ქალაქში თბილისი იგულისხმება. ამ დროს თბილისი უბნებად არის დაყოფილი,რადგან მოწამის ქცევის აღწერისას ავტოეი ერთგან შენიშნავს: “გამოვიდა იგი სიხარულით და იქცეოდა შორის უბანთა განცხადებულად“ .თბილისს ირგვლივ სოფლები აკრავს, რისი დასტურიც შემდეგი ეპიზოდია: “არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა შინა და გარემოს ყოველსა სოფლებსა განცხადებულლად ქრისტიანედ“. სამწუხაროდ უბნებისა თუ სოფლების სახელწოდებებით იოვანე საბანისძე არ ინტერესდება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თხზულებაში მდინარე მტკვარს. მოწამის დაწვის ზუსტი ადგილის გაგება სწორედ მტკვართან დაკავშირებით ხდება შესაძლებელი. ავტორი მას „დიდ მდინარედ“მოიხსენიებს, “რომელი განჰვლის აღმოსავლით ქალაქსა“.თხზულებაში მოცემული აღწერით, სიკვდილით დასჯის შემდეგ არაბებმა წმინდანის გვამი გოდორში ჩაასვენეს და ურმით ქალაქგარეთ გაიყვანეს: “აღიღეს ადგილსა რომელსასაგოდებელ ეწოდების,რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათა. “ასეც უნდა ყოფილიყო, საგოდებელი,ანუ სასაფლაო ქალაქის კედლებს გარეთ ანუ ქალაქგარეთ არის საგულვებელი. ნაწარმოებში მითიტებჰულია „საგოდებლის“ ადგილმდებარეობაც. ტექსტში წმინდანის ნეშტის დაწვის ადგილი სხვა სახელითაც არის მოხსენიებული, მას „სადილეგო“ ჰქვია, რომლის გეოგრაფია ასევე განსზღვრულია: „... ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლეთით ციხესა მას ქალაქისასა, რომელ არს კბოდე, კლდედ მდინარისა მის დიდისაი.“ ქალაქის ციხეში, რა თქმა უნდა, ქალაქის ციტადელი – ნარიყალა იგულისხმება, ხოლო „სადილეგო“ მისგან აღმოსავლეთით, მტკვრის კლდოვანი სანაპიროს თავზე მდებარეობს, დღვანდელი მეტეხის ტაძრის გაყოლებაზე.
თხზულებაში არაერთხელ არის მოხსენიებული ამირას სასახლე. მოწამის მსაჯულთან მიყვანის სცენა ასე იხატება: „ ესრეთ მიიწია იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამირისასა ...“ ამირას სასახლეს ეზოც აქვს, რადგან სიკვდილმისჯილი აბო „მსახურთა მათ გამოიყვანეს გარეშე კართა, ეზოსა მას ტაძრისასა“. აქვე, სასახლის ეზოში მოკვეთეს თავი წამებულს. სასახლის ადგილმდებარეობის დადგენა სესაძლებელი ხდება ნაწარმოებში მოცემული ასეთი ეპიზოდით: „ დადვეს წმიდად იგი ურემსა ზედა ... სადა – იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა იყო წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა ორმოცთა დაფუძნებულ იყო“. ნაწარმოებიდან კარგად ჩანს, რომ ამირას სასხლე და წმინდა ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესია გვერდიგვერდაა. დგეს ეს ეკლესია აღდგენილია და ნარიყალას ძირში, აბაბნოთუბანში მდებარეობს. ნათქვამი ცხადყოფს, რომ ამირას სასახლე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ნარიყალას ფერდობის ძირში, დღევანდელი აბანოთუბნის მიდამოებში მდებარეობდა. იგივე ტერიტორია შეადგენდა ქალაქის ძირითად ნაწილს, დამცავი კედლებით შემოზღუდულს. ქალაქს აღმოსავლეთის მხრიდან მდინარე მტკვარი იცავდა. მოწამე სიკვდილით სწორედ აბანოთუბნის მიდამოებში დასაჯეს. ამის შემდეგ მისი ნეშტი ურმით ქალაქგარეთლ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაასვენეს, კლდოვანი ციცაბო, სანაპიროს თავზე და იქ დაწვეს, ამ ადგილს ავტორი რამდენიმე სახელით მოიხსენიებს – საგოდებელი, სასაფლაო, იგივე სადილეგო.
ბუნებრივია,მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადასვლა ხიდით უნდა მომხდაარიყო. ხიდი ორჯერაა ნაწარმოებში ნახსენები. როგორც გახსოვთ,დაწვის შემდეგ არაბებმა მოწამის ძვლები შეაგროვეს, ცხვრის ტყავში გაახვიეს „და შეაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქვეშე ხიდისა მას ქალაქისასა, რომელსა ზედა აღმართებულ იყოპატიოსანი ჯვარი ხიდისაი“.აღწერილი ფაქტი ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვერსიას კიდევ უფრო ამყარებს. რატომ მაინცდამაინც ხიდქვეშ,რატომ იქვე არ გადაყარეს ციცაბო კლდიდან? არაბების მიზანი მოწამის „უკვალოდ გაქრობა“იყო. მაღალი, ციცაბო კლდიდან გადაყრა ნაკლებ საიმედო იქნებოდა. სავარაუდოდო ეს ხიდი დღევანდელი მეტეხის ხიდის ადგიკას უნდა ყოფილიყო, აქ მდინარის კალაპოტი ვიწროა და წყალიც ღრმა. დღეს მეტეხის ხიდის ყურთან წმინდა აბო თბილელის სახელობის პატარა სალოცავია აგებული, რადგან მოწამის ძვლებმა სწორედ აქ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.
თბილისურ ყოფაზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის საპყრობილე, სადაც აბო ორიოდე კვირაა იყო. საპყრობილეში ერთად ზიან ქრისტიანები და მუსულმანები. დატყვევებულ ადამიანს თითქმის თავისუფლად შეუძლია დაუკავშირდეს გარესამყაროს. აბომ სამჯერ შეძლო გაეყიდა ტანსაცმელი და დახმარებოდა გვერდით მყოფ ღატაკებს.მეორეჯერ მან შეაძენინა დიდი რაოდენობით კელაპტრები, რათა ქალაქის ეკლესიებში ნათლისღების დღესასწაულზ, ისინი წმინდანის სახელზე აენთოთ. ამ ფაქტით იმასაც ვიგებთ რომ მუსულმანების ხელში ჩავარდნილი ქალაქი მაინც ინარჩუნებს რელიგიურ მრწამსს.
თუმცა ფაქტია, რომ თბილისი არაბთა ხელში მყოფი ქალაქია. მათი უფლებრივი უპირატესობა აშკარად იგრძნობა. ნაწარმოებში ძალიან კარგადაა გამოკვეთილი ამირა და მისი სასახლე, როცა ქართველი ერისმთავარი მუდმივად გასაჭირშია, მას ხან ბაღდადში ვხედავთ, ხან ხაზარეთში და ხანაც დასავლეთ საქართველოში. მკითხველი ვერც კი იგებს სად ცხოვრობს იგი, აქვს თუ არა რეზიდენცია საერთოდ თბილისში. არაბეთში აშკარად ხელყოფენ ქრისტიანი ადამიანის უფლებებს, არ ერიდებიან ადგილობრივ რწმენას, მასპინძლისსურვილებს. სულით გაქრისტიანებული აბო ვერ ბედავს თბილისში მონათვლას, რადგან თანამემამულეთა რისხვისა ეშინია.
არც ქართველები ჩანან გულხელდაკრეფილნი. მიუხედავად გამოკვეთილი ანტიარაბული პოზიციისა, ნერსე და მისი ოჯახი მაინც ახერხებს მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას. გაქრისტიანებული აბო მთელი სამი წელი თავისუფლად ცხოვრობს თბილისში. უფრო მეტიც, პირველად დაპატიმრებულს, სტეფანოზ ერისმთავრის ჩარევით ათავისუფლებენ, რაც ქართველთა დიპლომატიყრი მოღვაწეობის, აქტიურობის შედეგად უნდა ჩაითვალოს. არაბი ამირა მთელი ათი დგე ცდილობს აბოს უკან გადაბირებას. მუსულმანური დიპლომატიისთვის ასჯერ უფრო სანუკველია მაჰმადს დაბრუნებული აბო, ვიდრე ჯვარს შეწირული მოწამე და მომხდარი ფაქტი კვლავ ქართული დიპლომატიის, განათლების, რწმენის გამარჯვებაა.
ამ გამარჯვების უკან აქტიური, პატრიოტი ქართველები დგანან. ასეთი ქართველის გამოკვეთილი სახეა ნერსე ერისმთავარი .არ არის შემთხვევითი ,რომ სწორედ არაბთა ტყვეობაში მყოფ ნერსეს მოჰყავს ბაღდადიდან დიდი მოწამე აბო. ნერსეს ოჯახი ,მთელი სახლობა ეროვნული სულის აქტიური მოვღვაწეობის სიმბოლოა. სწორედ ამ ოჯახ სი ხდება აბოს სულიერი და გონებრივი დავაჟკაცება. როგორც ვიცით,სწორედ ამ თბილისურ ოჯახში გაიზარდა ეროვნული ცნობიერების კიდევ ერთი უდიდესი ბურჯი–გრიგოლ ხანძთელი.ჩვენი შორეული წარსულის ეს ფურცლები კიდევ ერთხელ გავრწმუნებს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.ცხადზე ცხადია, არაბულ ექსპანსიასთან ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს არ შეეძლო,მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა მონახეს გზები და საშუალებები, რითაც შეიძლება დიდ ძალასთან დაპირისპირება, ეროვნული მეობისა და რწმენის შენარჩუნება. აღნიშნულის ნათელი დასტური მერვე საუკუნის თბილისი და თუნდაც ნერსე ერისმთავრის ერთი თბილისური ოჯახია.